ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რომელიც პირადად გაეცნო მიმდინარე პროცესებს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტთან კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სტიქიის შედეგების აღმოფხვრა.
„სტიქიის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე სახლი და საპიკნიკე ზონა. ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ ეტაპზე სიმშვიდე ნარჩუნდება”– განაცხადა ზაზა დიასამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები