ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი.
აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოება – დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნეს თავიანთი პედაგოგების დამსახურება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
Previous: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი