“გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში” – ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებული არიფ გოი დანაშაულს არ აღიარებს

მარნეულში ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ცხოველის წამებას და არაფერი მოიმოქმედეს უმწეო ძაღლის გადასარჩენად, ჯერჯერობით, მოწმის სტატუსით იკითხებიან.
მუხლი, რომლითაც 50 წლის მამაკაცი გასამართლდება, სხვადასხვა ზომის სასჯელს ითვალისწინებს: ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე.
საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს საღამოს დაიწყო. პროკურატურამ ჩათვალა, რომ არიფ გოი საზოგადოებისთვის საშიშია და მისი პატიმრობა მოითხოვა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულის ადვოკატი სულეიმან ისმაილოვი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
“სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა, ჩვენ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. თვითონ დაკავებული ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,” – აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორი თორნიკე კაპანაძე აცხადებს, რომ დაკავებულის დანაშაული უტყუარად დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეომასალით, რომელიც დანაშაულს ასახავს.
“სასამართლომ სრულად გაიზიარა ის საფუძვლები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოს სხდომაზე, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბრალდების მხრიდან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ყველა ის მტკიცებულება, რომელიც, ერთობლიობაში, ქმნის ბრალდებულის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. სასამართლო სხდომაზე სრულად იქნა განხილული ის ფაქტობრივი გარემოებები – მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალის დათვალიერების ოქმები, რომელიც უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას,” – აცხადებს პროკურორი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით