“ერთი წვეთი” – გერმანელი რეჟისორი, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია ცხოვრობს, ახალ ფილმს იღებს

გერმანელი რეჟისორი, რომელიც საქართველოში 30 წელზე მეტია ცხოვრობს, ახალ ფილმს იღებს. შტეფან ტოლცის ოცნება – გადაეღო ზღაპარი საქართველოში, 20 წლის შემდეგ ახდა. შტეფან ტოლცის ფილმი ზღაპარია, რომელიც ჯადოსნური წყლების მაღაზიასა და ბედნიერების მაძიებელ ადამიანებზე ჰყვება.
გადასაღებ მოედანზე ბულგარელი ოპერატორი მუშაობს. ყველას ყურადღება მის მთავარ კადრზეა მიპყრობილი – კადრზე, სადაც მოქმედება 1930-90 წლებში ვითარდება. რეჟისორის ინსპირაცია “ლაღიძის წყლები” გახდა. მისთვის უფრო შთამბეჭდავი კი, “ცისფერი მთები” აღმოჩნდა, რომლის ნახვამაც შტეფან ტოლცს ფილმის გადაღება გადააწყვეტინა.
კინოსურათში ოთხი ეპოქაა გაცოცხლებული. ფილმის სათაური “ერთი წვეთი”, ჟანრი კი ზღაპარია, სადაც მაყურებელი რეალურ, ისტორიულ ფაქტებსაც ნახავს.
კინოთეატრი “აპოლო” ჯადოსნურ ზღაპრად გუგა კოტეტიშვილმა აქცია. ერთი საუკუნის სხვადასხვა ეპოქა ინტერიერში თუ ექსტერიერში საკუთარი სახლიდან წაღებული ნივთებით გააცოცხლა.
გადასაღები მოედანი, სცენარი, პროცესი ისეთივე ჯადოსნურია, როგორც – პერსონაჟები. გმირები, რომლებსაც კინოსა და თეატრის მსახიობები მაყურებლისთვის გააცოცხლებენ, გასული საუკუნის თბილისში იმოგზაურებენ.
არის თუ არა ერთი წვეთი საკმარისი ბედნიერებისთვის, ამის შესახებ ფილმის იდეა 20 წელზე მეტს – გადაღებების დრო კი, 33 დღეს ითვლის.
სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები უკვე დასრულებულია. “ერთი წვეთი”, რომელიც სამი ქვეყნის კინოპროდუქციაა, მაყურებლისთვის მზადდება. ქართულ ზღაპარი დიდ ეკრანებზე, სავარაუდოდ, წელს გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე