ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინეს

ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორი, პეტრი სარვამაა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“წამოიწყო ისტორიული პეტიცია, რომლის წარმატების შემთხვევაში, ორბანს საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევა. ეს არსებითად განსხვავდება იმ ყველაფრისგან რაც აქამდე გავაკეთეთ უნგრეთთან დაკავშირებით – ევროკავშირის შეთანხმების მე-7 (2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურა არასდროს დაწყებულა”, – წერს სარვამაა.
სარვამაას თქმით, პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა რჩება.
“უნგრეთის წინააღმდეგ TEU-ს 7(2) მუხლის პროცედურის დაწყებისას, ევროკავშირი უნგრეთს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის, რომ მისი ქმედებები მიუღებელია. ეს ასევე გაუგზავნის მესიჯს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომ ევროკავშირი არ მოითმენს კანონის უზენაესობის უკანდახევას ან ხელშეკრულებებში გათვალისწინებული გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის დარღვევას.” – წერს სარვამაა წერილში.
ევროპარლამენტარებს პეტიციის ხელმოწერა 12 იანვრამდე შეუძლიათ, სანამ წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას გადაეგზავნება.
Launched a historic petition, which, if successful, will allow Mr Orban to be deprived of the right to vote in the Council.

This is decisively different from anything we have done so far regarding HU – the procedure foreseen in Article 7(2) TEU has never been initiated. 1/3 pic.twitter.com/7Q1coiUbJT— Petri Sarvamaa (@petrisarvamaa) January 9, 2024