დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც ვაშინგტონის რესტორანში მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ საფრთხეს წარმოადგენენ და ციხეში უნდა ისხდნენ

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც ვაშინგტონის რესტორანში მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ საფრთხეს წარმოადგენენ და ციხეში უნდა ისხდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ქალები, რომლებიც მას და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ვაშინგტონის ერთ-ერთ რესტორანში საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ, საფრთხეს წარმოადგენენ და ისინი ციხეში უნდა ისხდნენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყვნენ თუ არა პროტესტის მონაწილეები დაპატიმრებული, ტრამპმა უპასუხა:
“არ ვიცი ისინი როგორ მოხვდნენ იქ, თუმცა რა თქმა უნდა. მათი საქციელი ძალიან შეუფერებელი იყო. დიახ, ვფიქრობ, ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ.” საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც გასულ კვირას, თეთრი სახლის მახლობლად მდებარე ზღვის პროდუქტების რესტორანში მოხდა, სადაც დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, სავახშმოდ იმყოფებოდა. რესტორანში შეკრებილი რამდენიმე ქალი, ტრამპს დახვდა შეძახილებით: “თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება ვაშინგტონს”, “ტრამპი ჩვენი დროის ჰიტლერია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში