ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს პოლიცია სავარაუდოდ ხვალ დაკითხავს. რეანიმაციული განყოფილებიდან სწორედ ხვალ გადაიყვანენ პალატაში მამაკაცს, რომელმაც მძინარე ცოლს რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა და შემდეგ თვითმკვლელობაც სცადა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
გამოძიება, პირველ რიგში, მკვლელობის მოტივის დადგენას ეცდება. სამართალდამცველებს წინასწარი ინფორმაცია უკვე აქვთ დაკავებულის მამისგან, რომელიც მკვლელობის ღამეს სახლში იმყოფებოდა. მოკლული ქეთევან ედიბერიძის ცხედარი ახლა უკვე მშობლიურ დმანისშია გადასვენებული. მოკლულს 4 თვის ახალშობილი შვილი დარჩა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი