ესპანეთში სურთ მომავალ წელს რესტორნების ტერასებზე, პლაჟებსა და კონცერტებზე მოწევა აკრძალონ

ესპანეთის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მოწევას საზოგადოებრივ ადგილებში. ამ ადგილებში შეიძლება შედიოდეს კაფეებისა და რესტორნების ტერასები, პლაჟები, სპორტული მოედნები, ღია ცის ქვეშ მუსიკალური კონცერტები და ავტობუსის გაჩერებები.
Bloomberg Línea-ს ცნობით, ამ ტერიტორიებზე არა მხოლოდ ჩვეულებრივი სიგარეტის, არამედ ელექტრონული სიგარეტის, ვაიპისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალება. კანონი შესაძლოა, მომავალი წლიდან ამოქმედდეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ესპანეთში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა დიდი ხანია საჭიროა: ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა და კიბოს შემთხვევების 30%-ის მიზეზია.