გია ვოლსკი ჯო უილსონის განცხადებაზე – გამორიცხულია, მსგავსი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება – წინადადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია იმისკენ, რომ მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს

საქართველოს დაზიანება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანა არის [ჯო უილსონის] მიზანი – სწორედ იმ „ნაცმოძრაობისა“, რომელიც სულ ახლახან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენას.
მისი თქმით, ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ, რომ საქართველოში მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს.
„ჯო უილსონს აქვს ერთი აზრი და მიზანი, რომ „ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია გრძელდება მიუხედავად იმისა რომ “ნაცმოძრაობის” მთელმა ლიდერებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ლანძღა ტრამპი და მიწასთან გაასწორა. ამის მიუხედავად ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა, ახალ ვითარებაში განახლდა. საქართველოს დაზიანება და “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანა არის მიზანი – სწორედ იმ “ნაცმოძრაობისა”, რომელიც სულ ახლახან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბრიუსელში, სადაც წასული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ როგორმე იქიდან მეტი კრიტიკა წამოვიდეს იმისთვის, რომ მეტი ხალხი გამოვიდეს [აქციაზე] და როგორმე სისხლისღვრა მოხდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ და ა.შ მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – საქართველოში უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “გამორიცხულია, მსგავსი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება”.
“რომც იყოს რაღაც ჯგუფში მიღებული და აღიარებული – ამას შემდგომი რეალიზება არ ექნება. ვინაიდან მსოფლიოში კონიექტურა იცვლება. ეს კონიექტურა, ახლა მორგებულია იმაზე, რასაც “ნაცმოძრაობა” „ჩალიჩობს“, ომის გაგრძელებაზე – ჩვენ ორიენტირებული ვართ სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე, სადაც რასაკვირველია საქართველო შვებით ამოისუნთქავს თავისი მცირე რესურსებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.
შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.
ამასთან, Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა ფორმულირება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში საქართველოში ანტიამერიკული „რუსული ოცნების“ რეჟიმის აღიარებას უკანონოდ ცნობს. შესწორება, მიღებამდე, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცონ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – მე დავასრულე შვიდი ომი, გაეროს მხრიდან სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია დახმარების შემოთავაზებით, მივიღე მხოლოდ ესკალატორი, რომელიც ასვლისას შუაში ჩერდებოდა – ცარიელი სიტყვები ომს ვერ წყვეტს