Nvidia Intel-ში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

მსოფლიოში წამყვანმა ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Nvidia-მ ხუთშაბათს განაცხადა, რომ Intel-ში 5 მილიარდ დოლარს (4.23 მილიარდ ევროს) ინვესტირებას ახორციელებს და პროდუქტებზე ითანამშრომლებს ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანიასთან, რომელიც სირთულეებს განიცდის.
ორი ფირმა გაერთიანდება, რათა იმუშაონ სპეციალურ მონაცემთა ცენტრებზე, რომლებიც ს ინფრასტრუქტურის ხერხემალს წარმოადგენენ, ასევე პერსონალური კომპიუტერული პროდუქტების შექმნაზე, – Nvidia-მ განაცხადა პრესრელიზში.
Nvidia-მ განაცხადა, რომ 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს Intel-ის ჩვეულებრივი აქციების შესაძენად, რომელთა ფასიც აქციაზე 23.28 დოლარს შეადგენს. ინვესტიცია მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას ექვემდებარება.
ვრცლად euronews – ზე