მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის, ასეთ კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც – ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე: სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, მისი შემსრულებელი კი – უსამშობლო და უღმერთო

გუშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე – უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი და აქტივისტი, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
ბოჟაძის თქმით, უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ასეთ კანონი, დიდი ხანია, არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც.

„გუშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე – უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი და აქტივისტი. ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბოლშევიკური მეთოდებით ებრძოდა დედაეკლესიას (გლდანში და ფერიას მთაზე ეკლესიების დანგრევა) და 2012 წლის მერე კი ოპოზიციიდან, საკუთარი განაყოფებით (ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე), მართვადი მედიის (“მთავარი”, “ფორმულა”, “TV პირველი”), სამოქალაქო სექტორის ნაწილით, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებით, ვითომ პოეტებით, ვითომ მწერლებით, ვითომ ხელოვანებით, ვითომ ინტელექტუალებით, თითქოს ლიბერალებით და, ამ დროს, ნამდვილი ჩეკისტების, ბოლშევიკების ხელით აგრძელებს ჩვენი რწმენისა და ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას. შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებული ,,დისკუსია”, ხატების წაბილწვასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც ვერც სახელმწიფოს და ვერც საზოგადოების მხრიდან ვერ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის, ასეთ კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც. მშვიდობა და წარმატებები საქართველოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას