მარნეულში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეფარდა

მარნეულში, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა