GCCA-მა ბათუმის თევზის ბაზრობის საქმეზე კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დაადასტურა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, GCCA-მა შპს ,,პოსეიდონი 2022-ის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც, შპს „გოლდენ ფიშ ბათუმსა“ და შპს ,,ზუნდაგს“ შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობა არ დადასტურდა.
„ამასთან, არ დადასტურდა შპს „გოლდენ ფიშ ბათუმის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ მოკვლევისათვის რელევანტური პერიოდის განმავლობაში (2022-2024 წლები) აღნიშნული ეკონომიკური აგენტი ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას არ ფლობდა.
შესაბამისად, კანონდარღვევასთან დაკავშირებული ეჭვი სავარაუდო სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის/აგენტების სასარგებლოდ გადაწყდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!