„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება

„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ ეგვიპტეში მოლაპარაკებების ახალი ეტაპი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, დღეს, ისრაელის დელეგაცია კაიროში ჩავიდა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს „ჰამასმა“ მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება