რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროტესტის 295-ე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილებმა საპროტესტო მსვლელობით ჯერ უზენაესი სასამართლოს მიმდებარედ, სათარჯიმნო კომპანიასთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი პარლამენტთან მივიდნენ.
როგორც პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, სათარჯიმნო კომპანიის თანამშრომლები „ცრუ მოწმეების სახით მონაწილეობდნენ სინდისის პატიმრების სასამართლოებში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროტესტი აღნიშნულ კომპანიასთან გაემართათ“.
მოქალაქეები ითხოვენ: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

				
								
								

