ლელა ჯეჯელავა: ქალბატონი ნინო, გავიგე ყველას დაჭერას ითხოვთ, ვინც მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს, არაკონსტიტუციურიაო. გთავაზობთ, სანამ დამიჭერთ, ღია ეთერში, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ტელევიზიაში ვისაუბროთ

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

ნინო წილოსანი • Nino Tsilosani ქალბატონი ნინო, გავიგე ყველას დაჭერას ითხოვთ, ვინც მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს, არაკონსტიტუციურიაო. გთავაზობთ, სანამ დამიჭერთ, ღია ეთერში, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ტელევიზიაში ვისაუბროთ, რა არის კონსტიტუციური და რა -არა და მერე თქვენმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ არის დასაჭერი და რატომ. ეს ხომ არის კონსტიტუციური? იმედი მაქვს , ცოტათი მაინც ვაკმაყოფილებ IQ ს იმ სტანდარტს, თქვენთვის რომ უხერხული არ იყოს ჩემთან დისკუსია.

შეგახსენებთ, დღეს ნინო წილოსანმა განაცხადა:

“მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით – მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი.
ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული და კონსტიტუციური გზა არის ხალხის ნება და , რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და რაც მთავარია, ძალადობრივი. რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?