2022-24 წლებში საქართველოში არალეგალური გზით შემოსული თანხების გათეთრების ფაქტების სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებზე, „ინტერპრესნიუსი“ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტს, პაატა შეშელიძეს ესაუბრა.
– ბატონო პაატა, პროკურატურამ, როგორ მინიმუმ, უცნაური დანაშაულის შესახებ გვამცნო, საუბარია 2022-24 წლებში 58 მილიარდი რუსული რუბლის აზერბაიჯანიდან შემოტანის შესახებ.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა“. თუ ეს რუსული რუბლები სავალუტო ჯიხურებში ხვდებოდა, გაუგებარია ფულის გათეთრების ბრალდებით რატომ იქნა აღძრული საქმე, რადგან სავალუტო ჯიხურებში ფულის გადახურდავებისას ითხოვენ პირადობის მოწმობას.
ფულის „გათეთრება-გარეცხვა“ სულ სხვა რამაა თან ამხელა მოცულობის ფული სავალუტო ჯიხურებში ვერანაირად ვერ გადახურდავდებოდა. თან, როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი სულ გადახურდავდა 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს რუსული რუბლი.
რადგან საკითხს სამართლებრივ-ეკონომიკური განზომილება აქვს, მოდით საუბარი სამართლებრივი საკითხით დავიწყო.
თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? სამართლებრივად მომხდარი სავარაუდოდ, რას უნდა ნიშნავდეს და რას გევუბნება?
– პროკურატურის მტკიცებით, ეს ხდებოდა 2022-2024 წლებში, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რის შემდეგად რუსეთს გაუჩნდა ფინანსური პრობლემები. როგორც ჩანს, რუსეთში გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს გამოსავლის ძებნა. ან კიდევ არის მეორე ვარიანტი – რუსეთში გარკვეულმა ჯგუფებმა დაიწყეს იმაზე ზრუნვა თუ როგორ დაეცვათ თავისი ქონება და რუსეთიდან გაეტანათ თავისი ფინანსები.
როგორც ჩანს, საქართველოში რუსული რუბლების შემოტანის პროცესს რეგულარული ხასიათი ჰქონდა, რომლის მხოლოდ ერთი დეტალია ჩვენთვის ახლა ცნობილი. ალბათ ანალოგიური შემთხვევები იქნებოდა სხვა ქვეყნებში. ახლა რისი თქმა შეიძლება ისაა, რომ საქართველოში ფულის შემოტანის ერთჯერადი ფაქტი რომ არ იქნებოდა და იგი გამოწვეული იყო რუსეთში გამოწვეული ფინანსური პრობლემებით.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მე არ გამკვირვებია, რადგან მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მსგავსი ინფორმაციები ხშირად ვრცელდებოდა. ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში ხდებოდა რუსული რუბლების განაღდება, კრიპტო-სამყაროს საშუალებითაც და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი მოცულობა დაფიქსირდა.
როგორც ჩანს, საქართველოში რუსული რუბლების შემოტანის პროცესს რეგულარული ხასიათი ჰქონდა, რომლის მხოლოდ ერთი დეტალია ჩვენთვის ახლა ცნობილი და იგი გამოწვეული იყო რუსეთში გამოწვეული ფინანსური პრობლემებით
რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, როგორ მოხდა ფულის ამხელა მასა საქართველოში. ჯერჯერობით, საკმაოდ ბუნდოვანია ბევრი რამ, მაგრამ მოდით ვეცადოთ გავერკვეთ. დავუშვათ საქართველოში, რა თქმა უნდა, ნაწილ-ნაწილ შემოვიდა რუსული რუბლი. და მერე რა ხდება? თუმცა, ამ თემასაც აუცილებლად დავუბრუნდებით.
ვთქვათ, ადამიანი მივიდა სავალუტო ჯიხურში და ამბობს, რომ მას აქვს რუსული რუბლები, რომლის გადახურდავება უნდა. ცხადია, მას უნდა მოეთხოვოს საბუთი, ფულის ლეგარული წარმომავლობის შესახებ. არ ვიცი, არის თუ არა ეს პროცედურები აღწერილი, წესით უნდა იყოს. თუ ადამიანი დააკავეს და მის გადაცვლის ჯიხურში შესულია შემმოწმებელია ორგანიზაცია, მას უნდა ჰქონდეს საბუთი.
როგორც ჩანს, მანდ ასეთი რამ ხდებოდა – რამდენადაც მე გავიგე, გადამცვლელ ჯიხურებში ფულის გადახდა კი არ არის დაფიქსირებული, არამედ დაკავებული ადამიანი აფორმებდა საბუთს იმაზე, რომ ეს თანხები არის მისი შემოსავლები გადახურდავებიდან. ანუ, უკვე პროცესის შედეგს აფიქსირებს და შემდეგ ამ საბუთით სხვა ორგანიზაციებში, ბანკებში და ასე შემდეგ შეჰქონდა ეს თანხები.
შესაძლოა, ცოტ-ცოტა მოცულობით, მაგრამ, ბევრი ადამიანის გამოყენებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე აკეთებდა. ანუ, ამ ადამიანის ფუნქცია იყო საბუთის გაცემა იმაზე, რომ თითქოს, მას შემოსავლები ჰქონდა რუსული რუბლების გადაცვლიდან.
არ ვიცი სწორია თუ არა ის, რასაც ვამბობ, მაგრამ, რაც წავიკითხე და გავიგე მე ასე წავიკითხე.
თავად ამ სისტემის დადგენა არ არის ასეთი მარტვი, ბევრი ვარიანტი არსებობს, შესაბამისად, ალბათ, უკეთესი იქნება საბოლოო ვარიანტს დაველოდოთ. ვგულისხმობ იმას, რას გვეტყვის გამოძიება, ანუ პროკურატურა.
ახლა რაც შეეხება ასეთი მოცულობის თანხის შემოტანას. მგონია, რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. სასაზღვრო, საბაჟო, ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ახდენდნენ ფულის ასეთი მასის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და ასე შემდეგ.
მგონია, რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. სასაზღვრო, საბაჟო, ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ახდენდნენ ფულის ასეთი მასის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და ასე შემდეგ
რადგან, გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია 2022-2024 წლები, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ ვინ იყო ამ წლებში ხელმძღვანელობაში და ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ სქემაში ჩართული. საუბრობენ ღარიბაშვილზე, ივანიშვილზე.
ფაქტია ისაა, რომ რიგითი ადამიანს არ შეიძლება ჰქონოდა ისეთი უნარ-ჩვევები, გაბედულება რომ ეს მარტო გაეკეთებინა.
როგორც ჩანს, დაკავებული გამოყენებულია, როგორც ხელმომწერი ერთ-ერთ დოკუმენტებზე. იმედია, ეს თანდათან გაირკვევა. მთავარი ისაა, რომ წარმოუდგენელია ასეთი დიდი მოცულობის რუსული რუბლების დოლარებსა თუ ევროებში კონვერტირება მომხდარიყო ე.წ. სახურავის გარეშე.
მთავარი ისაა, რომ წარმოუდგენელია ასეთი დიდი მოცულობის რუსული რუბლების დოლარებსა თუ ევროებში კონვერტირება მომხდარიყო ე.წ. სახურავის გარეშე
– ფაქტია ისიც, რომ ასეთი დიდი მოცულობის ფულის კონვერტირება ეროვნული ბანკის კონტროლს მიღმა ვერ მოხდებოდა…
– საქმეც მაგაშია. ეროვნულ ბანკს ევალება სავალუტო ჯიხურების კონტროლი. ნებისმიერ ჯიხურში რომ მოისურვოთ ფულის გადახურდავება, მოგთხოვენ პირადობის მოწმობას და გადახურდავებას აღრიცხავენ. არა აქვს მნიშვნელობა თანხის ოდენობას. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია იმის შესახებ რა ხდება რუსული რუბლების მატებასთან დაკავშირებით.
როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი დიდი მოცულობის თანხის გატარება ისე, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩა ეროვნულ ბანკს და ამაში არავინ არ იყო ჩართული? რამდენ ადამიანს უნდა გადაეხურდავებინა იმდენი რუსული რუბლი დოლარებში, ან ევროებში, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო? ეს, ხომ წარმოუდგენელია.
როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი დიდი მოცულობის თანხის გატარება ისე, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩა ეროვნულ ბანკს და ამაში არავინ არ იყო ჩართული? რამდენ ადამიანს უნდა გადაეხურდავებინა იმდენი რუსული რუბლი დოლარებში, ან ევროებში, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო? ეს, ხომ წარმოუდგენელია
ამიტომაცაა რომ არსებობს გონივრული ეჭვი იმაზე, რომ ალბათ საკმაოდ დიდი მოცულობის ფულის პარტიების გადახურდავება ხდებოდა, თან ისეთი მოცულობის, რომ ეჭვს არ იწვევდა, და ამ ყველაფერს გარკვეული ტალღური ხასიათი ჰქონდა.
ვთქვათ, შემოვიდა მილიონი რუსული რუბლი, რომლის გადახურდავება რამდენიმე ადგილზე ხდებოდა. საუბარია არა საეჭვო მოცულობის თანხებზე, ვთქვათ, 50 ათასი, ან 100 ათასი და ასე შემდეგ.
მაგრამ, ამას ხომ უზარმაზარი დრო სჭირდება და მასში ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული. ამიტომაც, დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკებში გადახურდავება შეთანხმებული საკმაოდ მაღალ დონეზე. მეც ეს ეჭვი მაქვს. სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.
თან, საინტერესო ისაა, ეს პროცესი დიდი ხანი მიმდინარეობად და ეს პრობლემა გაჩნდა მაშინ, როცა ვინც ადრე იყო ხელისუფლებაში, ახლა უკვე აღარ არიან. როგორც ჩანს, რაც გავიგეთ პროცესის მხოლოდ ნაწილი იყო, რომელიც ემსახურებოდა მმართველი ჯგუფის ინტერესებს, მაგრამ როცა ამ ჯგუფში დაიწყო ბრძოლა გავლენის სფეროებზე, დღეს ეს ფაქტია გამოყენებულია ერთმანეთთან ანგარიშსწორების საშუალებად.
ასეთი შთაბეჭდილება რჩება იმისგან, რაც მოვისმინეთ. ახალი ინფორმაციის კვალობაზე, შესაძლოა, რაიმე გადაიხედოს და გამოიკვეთოს კიდეც.
– საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით 2023 წელს საქართველოდან გატანილ იქნა 1.9 მილიარდი უცხოური ვალუტა, 2020 წელს მხოლოდ 188 მილიონი, 2021 წელს 299 მილიონი. ვხედავთ, რომ ბრუნვა საგრძნობლად გაზრდილია, დაახლოებით 5 ჯერ, ან 6 ჯერ… ამ პროცესს, ფულის გათეთრება ჰქვია?
– ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო გამოიყენებოდა ფულის გაეთრებისთვის. ფული შემოვიდა არარეგალურად და შემდეგ, მისი ნაწილი გავიდა.
როდესაც რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის გომელაური აშშ-მ დაასანქცირა, დასანქცირების არგუმენტად მოყვანილი იყო ანტიამერიკული ქმედებები. რაში შეიძლება ყოფილიყო ეს გამოხატული? პროტესტანტების დარბევა ნამდვილად არ იქნებოდა. სანქციების მოტივად დასახელებული იყო ამერიკის საწინააღმდეგო ქმედებები.
რა უნდა ყოფილიყო ეს ქმედებები? შესაძლოა, ბევრი რამ ყოფილიყო, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ შემთხვევას დავუკავშირებთ, არაა გამორიცხული რომ საუბარი იყოს „ფულის გათეთრებაზე“ რუსეთის სასარგებლოდ.
როდესაც რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის გომელაური აშშ-მ დაასანქცირა, დასანქცირების არგუმენტად მოყვანილი იყო ანტიამერიკული ქმედებები. რაში შეიძლება ყოფილიყო ეს გამოხატული? პროტესტანტების დარბევა ნამდვილად არ იქნებოდა. სანქციების მოტივად დასახელებული იყო ამერიკის საწინააღმდეგო ქმედებები
უფრო სწორად, საუბარი იყოს რუსეთში იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართული არიან უკრაინის წინააღმდეგ ომში. ან სანქცირებული რუსი ოლიგარქების, ან ბანკების ფულის გათეთრებაზე იყოს საუბარი.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ჯერ ჩვენ მხოლოდ ნაწილი ვიცით იმის, რაც ამ საქმეს ეხება.
– ცნობილი ფაქტია, იყო დრო, როცა რუსული შავი ფულის დიდ სარეცხ ქვეყნად ითვლებოდა კვიპროსი, რომელიც ევროკავშირის წევრია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა ევროპულ ბანკებზე კონტროლი და მონიტორინგი საკმაოდ გაამკაცრა. ანუ, რუსები ამ ქვეყანაში ფულს ვერ ათეთრებდნენ.
ახლა რა გამოდის – ახლა რუსულ შავ ფულს საქართველო ათეთრებს?
– როგორც ჩანს, ამას ნაწილობრივ აკეთებს. ამაზე ეჭვები დიდი ხანია რომ არის. მაგრამ, არის კიდევ ერთი ნიუანსი. დღევანდელი საქართველოს მთავრობა აშშ-ს და ევროპას ეუბნება, მოდით გადავტვირთოთ ურთიერთობები. მოდით დაგველაპარაკეთ. მათგან პასუხია – რატომ უნდა დაგელაპარაკო თუ არაფერს არ ცვლი.
არ გამოვრიცხავ, ახლა ხელისუფლება აშშ-ს და ევროპას ეუბნებოდეს – ნახე რა სქემა გავხსენი? ხელისუფლების წინა შემადგენლობა ცუდები იყვნენ, მე კარგი ვარ და ახლა მე დამელაპარაკე.
– ეკონომიკურ შემადგენელს რომ დავუბრუნდეთ – თუ ქვეყნიდან ამდენი დოლარი გადიოდა, ლარის კურსი როგორღა ნარჩუნდება?
რა არის მიზეზი იმისა, რომ ლარის კურსი, მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას?
– ამ ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს. როგორც ჩანს, საქართველოს აქვს მომენტუმის გამოყენების საშუალება და ხელისუფლება მას იყენებს.
შემოვიდა ფულის მასალა, დოლარებსა და ევროებში რაღაც ნაწილი გავიდა, მაგრამ რაღაც ნაწილი ქვეყანაში დარჩა. ეს პროცესი ბევრი კომპონენტისგან შედგება.
ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, რომ მთელი ეს თანხა, რომელიც შემოვიდა, აუცილებლად გავიდა ქვეყნიდან. აქ არის განთავსებული დეპოზიტებზე, შეძენილია ქონება და ასე შემდეგ. იმის თქმა, რომ რაც შემოვიდა, მთლიანად გავიდა, შეუძლებელია.
– უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქსტატი და თუ სწორად მახსოვს ეროვნული ბანკი აქვეყნებდა მონაცემებს რომ ქვეყანაში 2, შემდეგ 3 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა რუსეთიდან. შემდეგ საუბარი იყო 4-5 მილიარდზე. შემდეგ შეწყდა ამ მონაცემებზე ინფორმაციის გავრცელება.
ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთიდან შემოსულმა ამ უცხოურმა ვალუტამ დააბალანსა ლარის კურსი?
– დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ, არა მარტო რუსეთიდან შემოდიოდა უცხოური ვალუტა. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც სანქცირებული რუსი ოლიგარქები ცხოვრობენ და თავიდან ისინიც ახერხებდნენ აქ ფულის გადმორიცხვას.
სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ფული არა მარტო რუსეთში, არამედ უკრაინაში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში ჰქონდა თავისი თანხები. რადგან საქართველოში გაჩნდა მათი ფულის უსაფრთხოდ განთავსების შესაძლებლობა, ისინი ამ შესაძლებლობასაც გამოიყენებდნენ.
ქვეყანაში შემოვიდა სატრანსპორტო საშუალებები, თან მრავალჯერ, რომლებშიც ფარულად იყო განთავსებული ფული და ეს ფული მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. არ უნდა დაისვას კითხვა – სად იყო საბაჟო სამსახური? პოლიცია? უსაფრთხოების სამსახურები სად იყვნენ? ხომ წარმოუდგენელია ქვეყანაში ფულის ასეთი მასები კონტეინეტებით იქნას შემოტანილი და ეს ვერავინ გაიგოს?
საქართველომ თავიდან განაცხადა, რომ არ უერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლება სწორი იყო იმ გაგებით რომ საუბარი იყო ლეგალურ გადარიცხვებზე. ახლა რაზეცაა საუბარი, ეს ფულის მიმოქცევის არალეგალურ ფორმას ეხება.
– სავარაუდოდ, რატომ არის საქმე აღძრული ფულის გათეთრებაზე და არა ფულის არაკანონიერად შემოტანაზე?
– მე იურისტი არა ვარ, რომ ამ საკითხზე კვალიფიციურად ვისაუბრო. როგორც ჩანს, გამოძიება დაიწყეს ყველაზე სუსტი რგოლოდან. წესით, ლოგიკური იქნება რომ ყველა იმ რგოლს უნდა მიადგნენ, რომლებმაც უზრუნველყვეს ასეთი დიდი ფულის მასის ქვეყანაში უსაფრთხოდ შემოტანა.
ქვეყანაში შემოვიდა სატრანსპორტო საშუალებები, თან მრავალჯერ, რომლებშიც ფარულად იყო განთავსებული ფული და ეს ფული მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. არ უნდა დაისვას კითხვა – სად იყო საბაჟო სამსახური? პოლიცია? უსაფრთხოების სამსახურები სად იყვნენ? ხომ წარმოუდგენელია ქვეყანაში ფულის ასეთი მასები კონტეინეტებით იქნას შემოტანილი და ეს ვერავინ გაიგოს? ლოგიკურად ამ თემების გამოძიება უნდა მოხდეს.
დაიჭირეს ადამიანი, რომელსაც ფულის გათეთრებას აბრალებენ. იმას, რასაც მას აბრალებენ, ფულის გათეთრება არ არის. გათეთრება რომ დაგინდეს, ამ ფულის წარმომავლობა უნდა გაირკვეს. შემდეგ ის უნდა დაგინდეს ვინ მიაწოდა ამ ადამიანს ეს ფული? როგორ გადმოკვეთეს მანქანებმა საზღვარი, გაიარეს საბაჟო და მანქანები სად არის? სად დაიტვირთა ეს მანქანები და ასე შემდეგ
დაიჭირეს ადამიანი, რომელსაც ფულის გათეთრებას აბრალებენ. იმას, რასაც მას აბრალებენ, ფულის გათეთრება არ არის. გათეთრება რომ დაგინდეს, ამ ფულის წარმომავლობა უნდა გაირკვეს. შემდეგ ის უნდა დაგინდეს ვინ მიაწოდა ამ ადამიანს ეს ფული? როგორ გადმოკვეთეს მანქანებმა საზღვარი, გაიარეს საბაჟო და მანქანები სად არის? სად დაიტვირთა ეს მანქანები და ასე შემდეგ.
უნდა გაირკვეს საბაჟო რატომ არის ჩუმად? და ასე შემდეგ.
როცა მანქანით გადადიხარ საზღვარს, მანქანებს შერჩევით ამოწმებენ, მაგრამ თუ დააკვირდებით სატვირთო და მსუბუქ მანქანებს ბევრ რამეზე სინჯავენ რეტგენში და ძნელი დასაჯერებელია სატვირთო თუ მსუბუქ მანქანებში ფული ვერც ერთხელ ვერ აღმოაჩინეს.
არაა გამორიცხული ხელისუფლებას ფულის შემოტანის თემის კიდევ უფრო გააქტიურება დასჭირდეს და მათ იჩქარონ საქმის გამოძიება
ეს იხსნება იმით, რომ ყველაფერი ორგანიზებული იყო და სისტემა გამართულად მუშაობდა და ნაკლებად დასაჯერებელია რომ ამ საქმეში ოფიციალური პირებული არ იყვნენ საქმის კურში.
– არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და გაქვთ იმედი რომ ამ საქმეზე არჩევნებამდე მეტი გვეცოდინება, თუ არჩევნების შემდეგ გადაიდება ამ საქმის გამოძიება?
– ამის თქმა, შეუძლებელია. ასეა, რადგან ამ არჩევნებთან დაკავშირებით რა დონის და მთავრია ვის მიმართ აქვს ინტერესი ხელისუფლებას, არ ვიცით.
მეორე საინტერესო რამ ხდება. დაიჭირეს ოპოზიციონერი ხაბეიშვილი, რომელიც ისეთ რამეებს ამბობდა მაღალჩინოსნების დაჭერებზე, რაც შემდეგ მართლდებოდა. ხაბეიშვილზე ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ რომ იგი არის ხელისუფლებიდან წასული ადამიანების მიერ დაქირავებული ადამიანი, ამბობდნენ, რომ მას „ანიტა“ ჰქვია.
როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ამბობენ, თან ამატებენ ამის დამადასტურებელი მასალებიც გვაქო, მაგრამ, არ ხდება ამ მასალების გასაჯაროება. ახლა ეს თემა რატომ გამახსენდა.
როგორც ჩანს, მმართველ გუნდში გარკვეული პრობლემა არის. განსახილველ თემასთან დაკავშირებით რა ინტერესი ექნება ხელისუფლებას, იმის მიხედვით განვითარდება პროცესები ფულის გათეთრების თემაზე. ანუ, თუ დასჭირთად, გამოვა, რომ დასაჭერია ნახევარი საქართველო, ანუ, ისინი თურმე ძირს უთხრიდნენ „ქართულ ოცნებას“, დაკავშირებული იყვნენ დიფ სთეითან, ოპოზიციასთან ან ორივესთან ერთად. არც ისაა გამორიცხული რომ თქვან, მათ დიფ სთეითთან რუსეთიდან ფული გამოჰქონდათ.
შემდეგ მიმართავენ ამერიკას და ეტყვიან, ჩვენ დიფ სთეითის ფული დავიჭირეთ, ჩვენ ხომ მოკავშირეები ვართ. ხელისფლებას ინფორმაცია აქვს და მათ შეუძლიათ ისე წაიყვანონ საქმე, თავად როგორც უნდათ და ვერც შეედავები.
მოკლედ ასეთი პროცესია. ჩვენ რიგით ადამიანებს რამდენი კითხვა გვაქვს, წესით ეს კითხვები გამოძიებასაც უნდა ჰქონდეს.
– ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ იმდენი აქო, ომში ჩათრევას გადაგვარჩინაო, არა მგონია არჩევნებამდე იქნას მიტანილი იერიში?
– შესაძლოა, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილია სამ კვირაზე ოდნავ ნაკლები. ჩვენ თვალი უნდა ვადევნოთ რა მოხდება. ხელისუფლება ყოფილ თანაგუნდელებს იმაში სდებს ბრალს, რომ ისინი ოპოზიციას აფინანსებენ. არაა გამორიცხული ხელისუფლებას ფულის შემოტანის თემის კიდევ უფრო გააქტიურება დასჭირდეს და მათ იჩქარონ საქმის გამოძიება. ამაშია საქმე.
(00000000000000000000000)
ოპოზიცია აცხადებს რომ აპირებს ხელისუფლების გადატრიალებას, ხელისუფლების ლოგიკა შესაძლოა იმაშიც იყოს, რომ ყოფილ ძალოვანებს ჰქონდეთ ძალოვნებში გავლენა და ძალოვნების ნაწილმა არ მოისურვოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.
ამიტომ, არა გამორიცხული ხელისუფლებამ ფულის გათეთრების პროცესი დააჩქაროს კიდეც. ასე ჩანს,
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




