მსოფლიო ბანკი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებისთვის 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებს

მსოფლიო ბანკი სხვადასხვა რეგიონებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს აქვეყნებს.
აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: 2024 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ 4.5%-მდე შემცირდება, ხოლო 2025 წელს 4.4%-მდე.
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს ზომიერ 2.4%-ის დონეზე შენარჩუნდება, სანამ 2025 წელს 2.7%-მდე მოიმატებს.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2024 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდა 2.3%-მდე, ხოლო 2025 წელს 2.5%-მდე.
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2024 წელს 3.5%-მდე მოიმატებს და 2025 წელს ამ დონეზე შენარჩუნდება.
სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2024 წელს, სავარაუდოდ, შენელდება 5.6%-მდე და 2025 წლისთვის 5.9%-მდე მოიმატებს.
საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: 2024 წელს მოსალოდნელია რეგიონში ეკონომიკური ზრდა 3.8%-მდე, ხოლო 2025 წელს მატება 4.1%-მდე.