ენტონი ბლინკენსა და მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ – Sky News Arabia

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა დაძაბული იყო და ხშირად კამათობდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, Sky News Arabia ავრცელებს.
პალესტინურმა მხარემ ბლინკენს მოუწოდა, ზეწოლა მოეხდინა პალესტინის ბლოკირებული საგადასახადო სახსრების გათავისუფლებაზე. -ის სახელმწიფო მდივანმა პალესტინის ადმინისტრაციას რეფორმირებისკენ მოუწოდა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია.