ესპანეთში საავადმყოფოებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

ესპანეთის მთავრობამ საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის სავალდებულო ტარება დააწესა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ქვეყანაში ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა.
ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გრიპის, COVID-19-ისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო გადადგა.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მონიკა გარსიამ აღნიშნა, რომ ეს იყო „ეფექტური, საღი აზრი“. მან დასძინა, რომ ეს დაიცავს როგორც პაციენტებს, ასევე ჯანდაცვის მუშაკებს.
რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.