რიკოთის უღელტეხილზე მიწის მასის ჩამოსვლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა – გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილზე) მიწის მასა ჩამოვიდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
როგორც “რუსთავი 2”-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მიწის ჩამოწოლილი მასა “ძალიან მცირე ოდენობისაა” და გადაადგილება ცალმხრივად შეიზღუდა.
დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა, ეს არის მთავარი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ პოლიტიკური სისტემა და კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ საერთაშორისო პოზიციები

აგენტურისათვის ამ ტრაგიკული პროცესების შემდეგ, ჟანრის კანონის მიხედვით თვითგანადგურების პროცესი უნდა დაასრულონ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გვარამიამ ან რომელიმე მისმა მსგავსმა წვრილფეხა აგენტმა თავი ყულფში გაჰყოს და ხეზე ჩამოიკიდოს