მედია – მოლდოვაში საპარლამენტო ს წინ ამომრჩევლების მოსყიდვასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი პირების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

მოლდოვაში საპარლამენტო ს წინ ამომრჩევლების მოსყიდვასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი პირების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოლდოვის პოლიციის განცხადებით, ფართომასშტაბიანი ჩხრეკა რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და მას განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურა (PCCOCS), განსაკუთრებული დანიშნულების პოლიციის fulger-ის რაზმი და გამომძიებლები აწარმოებენ.
მედიის ცნობით, ჩხრეკები ამომრჩევლების მოსყიდვას, პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების უკანონო დაფინანსებას და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ