ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას განცხადებით, მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
BBC-სთან ინტერვიუში მან გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მიერ ბრაზილიურ საქონელზე დაწესებული 50 პროცენტიანი ტარიფები და განაცხადა, რომ ტარიფები „უკიდურესად პოლიტიკურია“.
ლუის ინასიუ ლულა და სილვას მტკიცებით, აშშ-ის ტარიფების შესახებ ბრაზილიური გაზეთებიდან შეიტყო. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ცივილიზებული ფორმით არ ურთიერთობდა, მან უბრალოდ გამოაქვეყნა ისინი [ტარიფები] თავის პორტალზე – სოციალურ მედიაში“.
კითხვაზე, როგორ აღწერს ამერიკელ კოლეგასთან ურთიერთობას, ბრაზილიის პრეზიდენტმა უპასუხა: „ურთიერთობა არ არსებობს“.
ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ თუ მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დონალდ ტრამპს შეხვდება, მიესალმება, როგორც ცივილიზებული მოქალაქე, ამასთან, დასძინა, რომ ტრამპი შეიძლება იყოს „შეერთებული შტატების პრეზიდენტი, [მაგრამ] ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი!“.
მისი მტკიცებით, დონალდ ტრამპი „ტყუილების იგონებს“, როდესაც აცხადებს, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ იდევნება და რომ ბრაზილიაში დემოკრატია არ არსებობს.
