არჩილ გორდულაძე: ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, რეალურად გამოდის, რომ ის “ქართული ოცნების” იდეალებს არასდროს არ იზიარებდა და…

“ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, რეალურად გამოდის, რომ ის “ქართული ოცნების” იდეალებს არასდროს არ იზიარებდა და “ქართული ოცნების” ნამდვილი წევრი არც არასდროს არ ყოფილა. იმიტომ, რომ მთავარი პრინციპი და საფუძველი, რაც ქართული ოცნების გუნდს გვაქვს არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიბრძვით იმისათვის, რაც არის ქართველი ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერადროს ვერ იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი ცხოვრების მოწყობა” – ამბობს არჩილ გორდულაძე სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია