“მინდა მივიღო ორი კონკრეტული რამ: თავდაცვითი და პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსიედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მას NATO-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის პაკეტის გაძლიერება იმ სისტემებით სურს, რომლებიც უკრაინას ძალიან სჭირდება. “ეს არის სისტემები და კონკრეტული რაკეტები, რომლებიც ებრძვიან რუსულ ბალისტიკას”. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მათ სურთ, NATO-სკენ ერთი კონკრეტული ნაბიჯი მაინც გადადგან.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართება. 22 დეკემბერს დიპლომატებთან სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტისთვის ეფექტური მომზადება უკრაინის 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.