“თუ ხატების და ეკლესიების დარდი გაქვთ, გადით და ფრესკები, მართლა ჩვენი მემკვიდრეობა დაიცავით, რას დასდევთ მაგ ჯალათ სტალინს” – რეხვიაშვილი

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
მართლა გეკითხებით თქვენ, ვინც დღეს ჯალათი სტალინის რაღაც სამარცხვინო ნახატის “შეურაცხყოფაზე” ღმუით:
თუ გაგიპროტესტებიათ რუსების მიერ ქართული ეკლესიების გადათეთრება, ფრესკების გადადღაბვნა, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიაში ფრესკების მიზანმიმართული განადგურება? თუ იცით, რომ უნიკალური ფრესკების განადგურების პროცესი, უკვე წლებია, შეუქცევადად მიმდინარეობს გელათში და ხელისუფლებას, რომელმაც დღეს სტალინის “ხატისთვის” მოიცალა, მართლა უნიკალური ფრესკების გაპარტახება არ ანაღვლებს? და თუ ხატების და ეკლესიების დარდი გაქვთ, გადით და მართლა ფრესკები, მართლა ჩვენი მემკვიდრეობა დაიცავით, რას დასდევთ მაგ ჯალათ სტალინს და ვიღაც რუს წმინდანს, გგონიათ, რომ ღმერთს ემსახურებით?

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად