პრემიერი – ჩემთვის ხაბეიშვილი არის „ანიტა“, რაც სახელი უწყისიდან ამოვიკითხე – გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან” გამოჰქონდა ინფორმაცია, რითაც გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა

ჩემთვის არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მ განაცხადა, რომ ის არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს.
„ჩვენ გვირჩიეს მისთვის ხელფასის გაზრდა, გვირჩია კონკრეტულმა ადამიანმა. გვითხრეს, რომ კონკრეტული, არაოფიციალური უწყისით იღებდა ხელფასს. ეს არ იყო ბიუჯეტის ფული, ეს იყო არაფორმალური უწყისი და მაგიტომ შეიძლება, არ მიეცეს ქრთამის კვალიფიკაცია. ჩვენ გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან” გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ