თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად “MEGOBARI აქტის” ინიციატორ კონგრესმენ, ჯო უილსონს შეხვდა.
”დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე საქართველოს კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით,
„მორიგი ტყუილი, რომელსაც რუს-ქოცური რეჟიმი დღეს ავრცელებს არის ის, რომ „მეგობარი აქტი, -ში აღარ არის აქტუალური, აღარ დგას დღის წესრიგში, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლე. განხილვები აქტიურად მიდის, მათ შორის სენატში, იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი“ მიებას თავდაცვის აქტს, რომელსაც 63 წელია იღებს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანო და რა თქმა უნდა, წელსაც მიიღებს და ძალიან დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს „მეგობარ აქტთან“ ერთად, რაც იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების წინაპირობა – იმ ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად დასცინოდა პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც დაასამარა ტრამპის სასტუმროს პროექტი საქართველოში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებდა, როდესაც ამბობდა, რომ მას ფული გადაუხადეს. რა თქმა უნდა, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება საქართველოში, არა მხოლოდ „ტრამპ თაუერი“ აშენდება, პრეზიდენტ ს ინიციატივა დაბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ღირსეული და სანდო საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი მეგობრებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.