წყალი პლასტმასას ბოთლებში უფრო საშიშია, ვიდრე აქამდე გეგონათ – Bloomberg

მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ წყალში ნანოპლასტმასას მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, რომელსაც შეუძლია უჯრედებსა და სისხლში შეღწევა და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
სააგენტო წერს, რომ წყალი 1-ლიტრიან პლასტმასას ბოთლში შეიძლება შეიცავდეს 240 000 პლასტმასის ნაწილაკს, რაც 100-ჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა ასეთ წყლის ბოთლებში ასობით ათასი პლასტმასის ნაწილაკი აღმოაჩინეს. მათ მიკროსკოპის ახალი ტექნიკა გამოიგონეს, დააპროგრამეს ალგორითმი და დაახლოებით 25 ლიტრიანი წყლის ბოთლი გამოიკვლიეს, რომელიც -ში 3 პოპულარული ბრენდისგანაა შეძენილი. ამ გზით მათ პლასტმასა ბოთლებში არსებულ წყალში ნანოპლასტმასას შემცველობა გადაჭარბებული იყო.
ნანოპლასტმასა უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე მიკროპლასტმასა, რადგან ასეთი ნაწილაკების 90% იმდენად მცირეა, რომ ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედებსა და სისხლში და უარყოფითად იმოქმედებს შინაგან ორგანოებზე. ამერიკელი მეცნიერების დასკვნების თანახმად, ამ ფრაგმენტებიდან ბევრი ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა, ამიტომ პლასტმასის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება სათანადოდ არ იყოს შეფასებული. ასევე, კვლევის მიხედვით, ნანოპლასტმასას შეუძლია შეაღწიოს არდაბადებული ბავშვის სხეულშიც.
მკვლევრების მეორე ნაწილი ამბობს, რომ პლასტმასის ნაწილაკები არატოქსიკურია და მათი შეღწევა ადამიანის სხეულში არ არის იმაზე უფრო საშიში, ვიდრე მტვრის ან ქვიშის ნაწილაკების. ეს ყველაფერი ზომაზეა დამოკიდებული, თუ ნაწილაკი მილიმეტრიანია, რა თქმა უნდა, უსიამოვნო იქნება ასეთი წყლის დალევა. სხვა საქმეა, მიკრონის ზომის ნაწილაკი იქნება თუ მიკრონზე პატარა.
Bloomberg-ი იმასაც წერს, რომ 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის პლასტმასას ბოთლში ჩამოსხმულ წყალში მიკროპლასტმასას კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე ონკანის წყალში. ამას გარდა, 2021 წლის ანგარიშში იყო გაფრთხილება იმის შესახებაც, რომ პლასტმასას წყლის ბოთლის თავსახურის გახსნა-დახურვამ შეიძლება ხელი შეუწყოს პლასტმასას პაწაწინა ნაწილაკების წყალში მოხვედრას.