ელენე ხოშტარია პერმანენტულად დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, ბოლო შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს შემაშფოთებელია

ელენე ხოშტარია პერმანენტულად დაკავებულია კანონის მოთხოვნების დარღვევით, ბოლო შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს შემაშფოთებელია
ელენე ხოშტარია არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა და როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი.
„ხოშტარიას შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს საელჩოების დამოკიდებულებას. ის არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით. ამ ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა. როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი. არ შეიძლება ასე გააუფასურონ საქართველოში ევროკავშირის იმიჯი ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ეს ჩვენთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და მთლიანად ევროკავშირის იმიჯი საბოლოოდ არ დაზიანდეს.
რაც შეეხება გირაოს, ეს მისი საქმეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერავითარ პოზიციას ვერ გამოვხატავთ. იცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, ამ კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული ზომებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პირი არ იხდის გირაოს. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის კანონის საქმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს