“ლაბორატორიულმა კვლევებმა პროდუქტის უვნებლობა უარყო” – “სამი ძმა” გაყიდული ბუშტებს უკან დაბრუნებას ითხოვს

სადღესასწაულო დეკორაციების რეალიზატორი კომპანია “სამი ძმა” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომპანიის მიერ იმპორტული და რეალიზებული პროდუქცია, კერძოდ სადღესასწაულო ბუშტები, ჯანმრთელობისათვის სახიფათო აღმოჩნდა და რეალიზაცია შეწყვიტა.
კომპანია გაყიდულ პროდუქტს უკან დაბრუნებას ითხოვს.
“ძვირფასო მომხმარებლებო. კომპანია „სამი ძმა“ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ,რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა: თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, (იხილეთ ფოტო) გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში.
პროდუქციის უკან დაბრუნების ზუსტი ვადა მოიცავს 10.01.2024-დან 09.03.2024-მდე პერიოდს.
უფრო დეტალურად კი: საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20, ბუშტი XIONG FENG პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები, კერძოდ, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (