მეტე ფრედერიქსენი – შორი რადიუსის რაკეტებსა და დრონებს შევიძენთ – ეჭვგარეშეა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დანიისა და ევროპისთვის კვლავ საფრთხე იქნება

შორი რადიუსის რაკეტებსა და დრონებს შეიძენს , – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.
ჩვენს ერთობას ცდის. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დანიისა და ევროპისთვის კვლავ საფრთხე იქნება“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვითარება სერიოზულია, დანიას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება“.
„აღნიშნული გადაწყვეტილება არა ესკალაციას, არამედ პოლიტიკურ არჩევანს წარმოადგენს. მხოლოდ საჰაერო თავდაცვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საფრთხეები აირიდო. აუცილებელია, რომ მეტის გაკეთების მზადყოფნა აჩვენო“, – აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთავრობა „ქვეყნის თავდაცვის ისტორიაში ყველაზე დიდ ერთჯერად ინვესტიციას ჩადებს“ და საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემების შესაძენად 7.7 მილიონ ევროს გამოყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ