შალვა პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე – ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის

ეტყობა, ს ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება, არ გადაიხადოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო.
პაპუაშვილის თქმით, ხოშტარიას 5000 ლარი რომ გაემეტებინა, ის მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს.
„მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს, ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.
ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
„გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი.
ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას!“ – ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – ღიად ვგულშემატკივრობ, რომ 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აღარ იყოს, თუ ასე არ მოხდა, გაგრძელდება მრავალრიცხოვანი პროტესტი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ იგივე კრიზისში იქნება

მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას