5 მთავარი კითხვა და ყველაფერი, რაც ვიცით და არა $665 მილიონის გათეთრების საქმეზე

მოკლედ
· საქართველოში გაათეთრეს ქვეყნისთვის უპრეცედენტო ოდენობის ფული – დაახლოებით 665 მილიონი დოლარი.
· ამ საქმეზე დაკავებული ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანია.
· პროსახელისუფლებო პროპაგანდა სქემას „ქართული ოცნებიდან“ „გაგდებულებს“ უკავშირებს.
· რა ვიცით, რა არ ვიცით და რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ამბიდან? – რადიო თავისუფლება გიამბობთ.
საქართველოში დააკავეს ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში ბრალდებული „საზოგადოებისთვის უცნობი“ ადამიანი. ბრალდების თანახმად, მან 3 წელიწადში $624 მილიონი და €35 მილიონი გაათეთრა.
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი სქემა მოქმედებადა 2022-2024 წლებში – იმ პერიოდში, როდესაც ში შეიჭრა და ამ ომის ეფექტებმა საქართველოს ეკონომიკას ძლიერი იმპულსი მიანიჭა.
მასშტაბური ფინანსური დანაშაული გამოააშკარავეს იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუნდობელ ომს უცხადებს კორუფციას და ამ მოტივით საკუთარ თანაგუნდელებსაც სჯის.
რადიო თავისუფლებამ შეაჯამა, რა ვიცით ამ საქმეზე და რა კითხვებს აჩენს ის. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა:
რამდენია $624 მილიონი?
მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი.
თანაც, ჯამური თანხა – €35 მილიონის დოლარში კონვერტაციის შემდეგ – გამოდის $665 მილიონი.
რომ დავუშვათ, რომ სამი წლის განმავლობაში ამ თანხას ყოველდღიურად „ათეთრებდნენ“, გამოდის, რომ ყოველ დღე „ათეთრებდნენ“ $607 305 დოლარს.
ლარებში – 1.6 მილიონი ლარის ექვივალენტ თანხას.
აი კიდევ რამდენიმე თეორიული დაშვება იმისათვის რომ წარმოდგენა შეიქმნათ რა ტანხაზეა საუბარი:
· ადამიანმა, რომელსაც ყოველთვიურად ხელზე 1000 დოლარი აქვს ხელფასი, 665 000 წელიწადი უნდა იმუშავოს, რომ ამ ოდენობის თანხა მოაგროვოს. და თან არაფერი დახარჯოს.
· საქართველოში საშუალო ხელფასი, უკანასკნელი ცნობებით, 819 დოლარია (2212 ლარი). ასეთი შემთხვევაში 811 703 წლით მუშაობა დაგჭირდება.
· ადამიანმა რომ 50 წლის მუშაობის განმავლობაში $665 მილიონი დააგროვოს, წელიწადში უნდა იშოვოს $13,3 მილიონი. ყოველთვიურად – $1.1 მილიონი.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან