მაჰმუდ აბასი ენტონი ბლინკენს – ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია

ღაზა პალესტინის სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა -ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტოს WAFA-ს ცნობით, მაჰმუდ აბასმა ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პალესტინელების ღაზიდან და დასავლეთ ნაპირიდან გადასახლება არ უნდა მოხდეს.
რამალაში გამართულ შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის მოწვევისკენ მოუწოდა, „რათა ს მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია დასრულდეს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პოზიციას, რომლის მიხედვითაც თეთრი სახლი პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას უჭერს მხარს.