საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.
საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების, ასევე, სკოლის სრული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი. ასევე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.
სკოლა გათვლილია 1300 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება 5 047 000 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს