ალექსეი ნავალნი მოწამლეს – იულია ნავალნაია

რუსეთში, პატიმრობაში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ქვრივმა იულიამ დღეს, 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ალექსეის სიკვდილი მოწამვლის შედეგი იყო.
იულია ნავალნაიას ინფორმაციით, უცხოეთის ორი ქვეყნის ლაბორატორიებიდან მიღებული პასუხებით, ალექსეი ნავალნი მოწამლეს.
ნავალნაიას თანახმად, ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში, როცა ალექსეი ნავალნი კოლონიაში იმყოფებოდა, შეძლეს მისი ბიოლოგიური მასალების ნიმუშების მიღება და საიმედო საშუალებებით უცხოეთში გაგზავნა.
იულია ნავალნაიას ინფორმაციით, სულ მცირე ორი ქვეყნის ლაბორატორიებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებული კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ალექსეი მოკლულია, კონკრეტულად – მოწამლული.
ნავალნაიამ გამოაქვეყნა ფოტო იმ საკნის, სადაც მისი ინფორმაციით, ალექსეი ცუდად გახდა და გულისრევა დაეწყო. ვიდეოკამერებით აღჭურვილ კოლონიაში ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები არ არსებობს.
ოპოზიციონერი ლიდერის ქვრივი არ ასახელებს ქვეყნებს და ლაბორატორიებს, სადაც კვლევა ჩატარდა, თუმცა მათგან შდეგების გამოქვეყნებას მოითხოვს.
„მე ვამტკიცებ, რომ ვლადიმირ პუტინი დამნაშავეა ჩემი ქმრის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაში. მე ს სპეცსამსახურებს ვადანაშაულებ აკრძალული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაში”, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.
ალექსეი ნავალნი რომ შესაძლოა, კოლონიაში მოწამლეს, ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში წერდა დამოუკიდებელი გამოცემა Insider-ი.
პუტინის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2024 წლის თებერვალში, კოლონიაში გარდაიცვალა.
· „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
· 47 წლის ალექსეი ნავალნი, თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიაში.
· რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 2024 წლის 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.
· ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალება გამოწვეული იყო „ბუნებრივი მიზეზებით”.
· 2024 წლის აგვისტოში იულია ნავალნაიამ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისგან მიიღო ოფიციალური უარი ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებების გამოძიებაზე. დადგენილების თანახმად, ნავალნი გარდაიცვალა „კომბინირებული დაავადების” შედეგად. მათ შორის დასახელებული იყო არითმია.
· ალექსეი ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.