რობერტა მეცოლა – ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში

კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპას, ისევე როგორც უკრაინას, ყოველთვის სურდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა.
„ამიტომ, ჩვენ კვლავაც ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს და მის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას გეგმავს.
„ვაგრძელებთ რუსული გაზისა და რუსული ნავთობისგან თავის დაღწევას. ასევე, უფრო სწრაფად განვიხილავთ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ საკითხებს“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.
„ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ უკრაინაში და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ყოველდღიურად“, – აღნიშნა მეცოლამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება