გიორგი ბოტკოველი – ის, რომ ლევან ხაბეიშვილს კომუნიკაციას აუკრძალავდნენ, მოსალოდნელიც იყო, რადგან მან დიდი მხარდაჭერა მოიპოვა – დარწმუნებული ვარ, ვიდრე გათავისუფლდება, ციხის კედლებიდანაც ასე გააგრძელებს

ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის, ეშინიათ ს და რაც მთავარია, ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ რეჟიმს განაჩენს აუცილებლად გამოუტანს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილისთვის ციხიდან კომუნიკაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაციაზე.
ბოტკოველის თქმით, ხაბეიშვილი კომუნიკაციას ციხიდან მაინც გააგრძელებს.
„ვიდრე ლევან ხაბეიშვილს დააკავებდნენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით რაღაც ღლიცინს, რომ თითქოს ლევანს არაფერი შეუძლია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ამ ყველაფრის თურმე ძალიან დიდი შიში აქვთ და ეშინიათ 4 ოქტომბრის. ის, რომ ლევან ხაბეიშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაციას აუცილებლად აუკრძალავდნენ, მოსალოდნელიც იყო იმიტომ, რომ მან მთელი ამ დროის განმავლობაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, ადამიანები ხედავდნენ, თუ როგორი აქტიური და თავდადებული იყო ის. დარწმუნებული ვარ, რომ ვიდრე გათავისუფლდება, ციხის კედლებიდანაც ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილისთვის კომუნიკაციის აკრძალვა იმ მოტივით, რომ მან შესაძლოა ციხიდან მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, აბსურდულია.
„საქმის მოწმე არის გდდ-ს სამი თანამშრომელი, აბსურდული რაღაც მოიგონეს, რომ თითქოს მათ შეურაცხყოფად მიიღეს ის ყველაფერი, რაზეც ლევანი საუბრობდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ეს არის აბსურდული, მაგრამ გამიზნული [ქმედება]. მათ ეშინიათ 4 ოქტომბრის, ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის და რაც მთავარია, ეშინიათ ქართველი ხალხის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ რეჟიმს განაჩენს აუცილებლად გამოუტანს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
გარდა ამ საკითხისა გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება 2022-2024 წლებში განხორციელებული 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს და რომელზეც, ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. მისი თქმით, ამით აღიარება მოხდა იმისა, რომ „ისინი არიან კორუფციულ მორევში მყოფი ადამიანები, დაჯგუფება, ბანდა და არა ხელისუფლება“.
„ის, რომ ფულის მოპარვა მათ ყველა ჩინოვნიკს, მოქმედს და ყოფილს, უკავშირდება, რეალობაა, რომელიც ძალიან კარგად გამოჩნდა. რაც შეეხება 624 მილიონის საქმეს, პროკურატურამ გუშინ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, გვმართავს ერთი კორუფციული სინდიკატი, რომლის მიზანიც არის რაც შეიძლება მეტი ფულის მოპარვა. დან შემოსული ფული იყო, თუ მოპარული იყო ან „ქოლცენტრების“, არ ვიცი, რეალურად თუ უნდათ ხალხს რამე დაანახონ, ყველაფერი დეტალურად უნდა თქვან. მანამდეც ვიცოდით, რომ ისინი 624 მილიონს კი არა მილიარდებს იპარავდნენ“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ბოტკოველის თქმით, ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად უნდა დაინახოს, ამიტომ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ „4 ოქტომბერს ყველა პატრიოტი რუსთაველის გამზირზე უნდა იდგეს“.

ასევე დაგაინტერესებთ