Reuters – ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბრალდებული ბაბაკ შაჰბაზი ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან“ თანამშრომლობდა.
მედიის ინფორმაციით, შაჰბაზი კონტრაქტორად მუშაობდა და სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებში გამაგრილებელ მოწყობილობებს ამონტაჟებდა, რომელთაც ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა.
ირანული მედიის განცხადებით, შაჰბაზი ესმაილ ფექრისთან ერთად მოქმედებდა, რომელიც ირანმა მიმდინარე წლის ივნისში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის