უკრაინა და ლიეტუვა თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა შეთანხმდნენ თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე. როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებზე.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსში, ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“დიდი ყურადღება გავამახვილეთ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე. მადლობელი ვარ თავდაცვის სფეროში მორიგი მხარდაჭერისთვის. საუბარია არა მხოლოდ მხარდაჭერაზე, არამედ ერთობლივი წარმოებისთვის ძალისხმევაზე – კერძოდ, კონტრდრონების ტექნოლოგიებსა და სხვა თავდაცვით საშუალებებზე”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ შესაბამის დოკუმენტებს ხელი დღესვე მოეწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე ძირითადი ბრალდება

კადრებში ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მის მიმართ ასეთი ქმედება ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია