“ეს არის ლინჩის წესის დანერგვა… ამჯერად პატრულმა ძალიან კარგად იმუშავა” – ნატა ფერაძე თავის სახლთან გამართულ აქციაზე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე თავის საცხოვრებელ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, შეკრებილები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ და მართულები იყვნენ.
ნატა ფერაძის შეფასებითვე, პოლიციამ მისი უსაფრთხოება უზრუნველყო და აქციის მონაწილეებს სახლში შეღწევის შესაძლებლობა არ მისცა.
“ეს არ არის ნორმალური, ეს არის ცუდი სიზმარივით, ლინჩის წესის დანერგვა. ეს ხალხი ამას თავისით ვერ მოიფიქრებდა, ესაა ბინძური და კარგად გათვლილი სტრატეგიით მართული ხალხი.
ამჯერად პატრულმა ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავა და ამას ვიტყვი ყველა ჯერზე, იყო ძალიან დიდი მობილიზაცია,” – განაცხადა ნატა ფერაძემ.
ცნობისთვის, “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები დღეს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. მიზეზი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა გახდა. ვიდეო, გუშინ ნატა ფერაძემ გაავრცელა, კადრებში ჩანდა, რომ ხატს საღებავი ჰქონდა შესხმული.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა