ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის გაერთიანების ცენტრის შექმნაზე – როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა ასეთი სიმძიმის ცენტრი არ აქვთ?

“ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში. ისინი ამბობენ, რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი,” – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჭიროა ოპოზიციის გაერთიანებების ცენტრის შექმნა, რაც იქნება “ქართულ ოცნების” დამარცხების ფორმულა.
ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის ეს განცხადებები განწირულია.
“როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი? რომელია ასეთი სიმძიმის ცენტრი ხომ? რა თქმა უნდა, არცერთი. ამიტომ, მათი ეს განცხადებები განწირულია. რაც არ უნდა ერთი “ნაციონალური მოძრაობის” განშტოება მეორე განშტოებას შეერწყას, ისინი, რეალურად, ერთი ჯგუფია. უბრალოდ, სიმძიმის ცენტრი არ გააჩნიათ, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ აქვთ და არც იკვეთება, რომ ოპოზიციაში ვინმე ასეთი შეიძლება იყოს, ვინც შეძლებს გაერთიანებას. ამიტომ ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს