– კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ – ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა -ის პრეზიდენტთან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე, რათა დამატებითი ზომებით რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ.
ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას.
რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელსაც წიაღისეული საწვავისგან მიღებული შემოსავლები ინარჩუნებს, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს.
ამის დასასრულებლად ევროკომისია რუსეთის წინაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარების წინადადებით გამოვა,” – წერს ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა