“ლელა 54 წლის ასაკში და მე 23-ის… ლელა ცხოვრებაში ბევრად ლამაზია” – რას წერენ ლელა წურწუმიას ახალი იმიჯის შესახებ ცნობილი სახეები – Marao

“ლელა 54 წლის ასაკში და მე 23-ის… ლელა ცხოვრებაში ბევრად ლამაზია” – რას წერენ ს ახალი იმიჯის შესახებ ცნობილი სახეები – Marao
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მ~2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა – ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
“ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა.
მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, დედის მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ამ მეთვალყურეობასთან ერთად, მას დიდ თავისუფლებასაც ვაძლევ. რაც იზრდება, უფრო მემსგავსება. ადრე უფრო მამას ჰგავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩემი გამოხედვა და ხასიათი დავიჭირე…“ – ამბობდა ლელა წურწუმია.
ამჯერად ლელა წურწუმიამ მსმენელის ყურადღება ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით მიიპყრო. სიმღერის, სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“, მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია:
„ესეც ლელას ახალი კლიპი ჩემს ახალ სიმღერაზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი არის წარმატებული წლების განმავლობაში, რასაც 1000%-ით იმსახურებს! არასოდეს არ აგდებს ხარისხს ქვემოთ და ის ნიშა, რაც მას უჭირავს, უპირობოდ უკონკურენტოა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი სიმღერების ასეთი დაფასებისთვის და მივულოცო ახალი ვიდეოკლიპი.”
ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა.
ლელას შეცვლილ იმიჯს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ყველა ამბობს, რომ მომღერალი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ახალი სტილიც ძალიან უხდება:
“მე ვნახულობ ლელას ცხოვრებაში ხშირად და მაგ კლიპში რაც არის, ბევრად ლამაზია, მეიქაფით და მეიქაფის გარეშეც!” – წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.
“ლელა 54 წლის ასაკში და მე 23-ის” – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და კოლაჟს აქვეყნებს. ლელას ახალი კლიპისა და მისი იმიჯის მიმართ კომპლიმენტები არც ნინიმ დაიშურა და დაწერა, რომ ქართველი დივა შესანიშნავ ფორმაშია.
ლელა წურწუმიას შესახებ გამოთქმულ კომენტარებს გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანიც:
“მეგობრებო, სხეული მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. ამიტომ, როგორი იქნება ის, არავის საქმე არაა ამ სამყაროში. ანუ, 2+2 = 4. ჯამი ჭურჭელია. სიგიჟეა, რაც აქ ხდება ლელას ფოტოებზე. ყველას საქმეა თურმე, თმას როგორ გაიკეთებს და რა ასაკში მოუნდება ყოფნა. საგიჟეთი“, – წერს ტელეწამყვანი.

ასევე დაგაინტერესებთ