ჯეიმზ მაკლირი: ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ

ბრიტანელმა პარლამენტარმა, ჯეიმზ მაკლირმა, დღეს, პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და მისი გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ბრიტანეთმა კი ივანიშვილს და მის კომპანიონებს სანქციები უნდა დაუწესოს.

დღეს პარლამენტში მე წამოვწიე საკითხი ქართველი პოლიტიკოსების, ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძის დაპატიმრების შესახებ – „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დემოკრატიაზე სასტიკი თავდასხმის უახლეს მსხვერპლებზე. 

ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ,” – წერს ბრიტანელი პარლამენტარი. 

ჯეიმზ მაკლირმა დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში დემოკრატიის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს ანგრევს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – გასული თვეების განმავლობაში გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება – ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე

ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარა – გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!