ანა წითლიძე პოსტს ავრცელებს: პროკურატურამ სავარაუდოდ ღარიბაშვილი დააკავა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში პროკურატურის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ “ეს ღარიბაშვილის დასაჭერად დასჭირდათ და გამოაგდეს”.

მისი თქმით, ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული, პროკურატურის განცხადებას კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს და “უბრალოდ ღარიბაშვილის სასტავს მოპარულ მილიონებში ანაცვლებს კობახიძის სასტავი”.

ხალხი მშიერი კვდება, ქვეყნიდან გარბის რომ ოჯახები არჩინონ და წარმოიდგინეთ რა მაშტაბის კორუფცია გვაქვს ქვეყანაში. 

ეს რაც ღარიბაშვილის დასაჭერად დასჭირდათ და გამოაგდეს – მხოლოდ ნაწილია. 

ქვეყანა ჩაძირულია კორუფციის მორევში და რასაც ახლა ვუყურებთ, არაფერი აქვს საერთო კორუფციას წინააღმდეგ ბრძოლასთან, უბრალოდ ღარიბაშვილის სასტავს მოპარულ მილიონებში ანაცვლებს კობახიძის სასტავი. 

ესენი უნდა გავყაროთ! 

4 ოქტომბერს ეს აღვირახსნილი კორუფცია უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში,” – წერს ანა წითლიძე. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ცოტა ხნის წინ განცხადება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია ვინ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“