,, ეს მოიცავს მკვლელობებს, დაჭერებს, ფულის გადანაწილებას” – რას აანონსებს სააკაშვილი

სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,გუშინდელი პროვოკაცია მხოლოდ დასაწყისია მრავლობითი პროვოკაციების, რომელთაც ივანიშვილის და რუსების დავალებით მოაწყობენ 4 ოქტომბრამდე.
ივანიშვილი მოვიდა 8 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით, რომელიც რუსების სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. ამიტომ ეს კრიმინალური ბანდა უკან არაფერზე დამხევი არაა.
საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არის ყველაზე დიდი შანსი ამათი მოშორების. ყველა ვინც მოგვიწოდებს გრძელვადიანი ბრძოლისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის სიცოცხლეს დაუსრულებელი ვადით უხანგრძლივებს.
ახლა რეჟიმი შიგნიდანაა გახლეჩილი მაფიოზური ომით. რაც მოიცავს მკვლელობებს, დაჭერებს, ფულის გადანაწილებას. ამავე დროს ჩვენი საზოგადოება, როგორც არასდროს საბრძოლოდ არის განწყობილი. საერთაშორისო ვითარებაც მთლიანად ჩვენს ბრძოლას უწყობს ხელს.
დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც ბელორუსში 2020 წელს, მაგრამ მაშინ ბელორუსში ხალხი გამოვიდა და ისევ სახლში დაბრუნდა გრძელვადიანი ბრძოლის იმედით და ახლა იმ ქვეყნის მდგომარეობა უიმედოდ გამოიყურება. იგივე ელის საქართველოს, თუ ახლა არ ვიყოჩაღეთ“

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა