ირაკლი კობახიძე – ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი – ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და პროცესი უნდა შეჩერდეს

არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა, ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი , – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრებთან დაკავშირებულ კითხვას.
კობახიძის თქმით, ქართველი ხალხის თვალში “ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან”
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ელჩები იქცეოდნენ კეთილსინდისიერად.
„რეალურად დღეს, ქართველი ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ განვითარებასთან, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხარეს. რა თქმა უნდა, პირდაპირ უარყოფითად აისახება არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის, არამედ ევროკავშირის იმიჯზე და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია ელჩები იქცეოდნენ, პირველ რიგში, კეთილსინდისიერად, ვენის კონვენციის შესაბამისად, არ აღვივებდნენ უხეშად საზოგადოების თვალში რადიკალიზმს, სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა, ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ, ის უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“ ,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა