ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა.
პარკის მშენებლობის ადგილზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი იმყოფებოდა. დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გააცნო.
პარკის პროექტირების კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და გააერთიანებს საბავშვო სათამაშო ზონებს, სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ღია სცენას, პავილიონებს და ღონისძიებების მოედნებს. პარკში ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, დეკორატიული ტბები და შადრევნები.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია გარე განათებისა და სარწყავი სისტემის, ასევე უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს